დღეს კოცნის საერთაშორისო დღეა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნული დღე 2006 წლიდან აღინიშნება, იდეა კი დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის.
 დღეს კოცნის საერთაშორისო დღეა

რა თქმა უნდა, შეუძლებელია იმის გარკვევა, ვინ გამოიგონა კოცნა, თუმცა ერთერთი ლეგენდის თანახმად, უძველეს ადამიანებს, ვინც კოცნა გამოიგონეს, სჯეროდათ, რომ სუნთქვა სულს შეიცავს. ამიტომ შეყვარებულების კოცნისას სუნთქვის შერწყმა თავისებურ „სულთა ქორწილად“ მიიჩნეოდა.
გარდა იმისა, რომ კოცნა სიყვარულისა და სითბოს გამოხატულებაა, მას ბევრი სასარგებლო თვისებაც გააჩნია.

მაშ ასე რამდენიმე საინტერესო ფაქტი კოცნაზე:

· კოცნას მოქმედებაში მოყავს სახის 200 კუნთი. ასეთი სახის “ვარჯიში” წარმოადგენს ნაოჭების პროფილაკტიკას.

· კოცნის დროს წყვილი ერთმანეთს გადასცემს ნივთიერებათა კომპლექსს (ცხიმებს, მარილებს), რაც თავის მხრივ აძლიერებს იმუნიტეტს.

· რომანტიკული კოცნისას იწვება 2-3 კალორია, ხოლო ფრანგული კოცნის დროს კი ხუთი და მეტი.

· მამაკაცები რომლებიც სამსახურში წასვლის წინ კოცნიან მეუღლეებს, 5 წლით მეტხანს ცოცხლობენ.

· ვნებიანი კოცნა რომელიც 90 წამზე მეტხანს გრძელდება იმ მომენტში ზრდის წნევას, პულსს და ჰორმონების რაოდენობას სისხლში.

· კოცნის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ნარკოტიკული ნივთიერება რომელიც 200-ჯერ ძლიერია მორფინზე, ამიტომაც კოცნისას ადამიანი განიცდის სიხარულს, ბედნიერებას, გაოცებასა და თავბრუსხვევას.

· ქალებს კოცნა ეხმარებათ დამშვიდებაში და სტრესის მოხსნაში.

newposts.ge
читайте также