სკანდალი სამოთხეში - ბურაკ ოზჩივითი და ფაჰრიე ევჯენი თაფლობის თვის ერთობლივ სურათებს არ აქვეყნებენ

თურქი მსახიობების წყვილი, ბურაკ ოზჩივითი და ფაჰრიე ევჯენი რომლებიც ივნისის ბოლოს დაქორწინდნენ, თაფლობის თვეს მალდივის კუნძულებზე ატარებენ.

თუმცა მათი თაყვანისმცემლების გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ წყვილს ამ დრომდე ერთობლივი ფოტო არ გამოუქვეყნებია. მათი ნაწილი აცხადებს, რომ წყვილი იშვიათი გამონაკლისების გარდა, ერთობლივი ფოტოების გამოქვეყნებით არც ადრე გამოირჩეოდა, მეორე ნაწილი კი ეჭვობს რომ მალდივის კუნძულებზე რაღაც სკანდალი მოხდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოზჩივითისა და ევჯენის სამწლიანი რომანის პერიოდში, ისინი სოციალურ ქსელში ერთობლივ ფოტოებს არ აქვეყნებდნენ, გამონაკლისი გახდა ერთი ფოტო, რომელის გამოქვეყნებაც ოზჩივითს ფაჰრიემ დააძალა. როგორც ამბობენ ამის მიზეზი ოზჩივითის მიმართ ირანელის სუპერმოდელის მაჰლაგჰი ჯაბერის მხრიდან გამოჩენილი ზედმეტი ყურადღება გახდა, ფოტოს გამოქვეყნებით ფაჰრიემ ირანელ მოდელს აჩვენა, რომ „დიდებული საუკუნის“ ვარსკვლავის გული დაკავებულია.

newposts.ge
читайте также