"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი: ჩვენ ხალხის კეთილდღეობისთვის ვიშრომებთ

პარტია "ქართლული ოცნების" მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ჭანდრის, სოფელ კაჭრეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან გელა ზაკალაშვილთან და გივი რამაზაშვილთან ერთად კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა პირადად მოისმინა ყველა ის საკითხი, რომელიც ამ დროისთვის ჯერ კიდევ აწუხებს სოფლის მოსახლეობას და ერთად იმსჯელეს პრობლემის მოსაგვარებლად არსებული რესურსების მიზანმიმართულად გამოყენებაზე.

"მე ვხედავ სოფელში არსებულ პრობლემებს და მაქსიმალურად ვეცდები, თქვენთან ერთად გადავჭრა ეს საკითხები, ხშირად ვიყო იქ, სადაც ესა თუ ის პრობლემა გამოიჩენს თავს და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სოფლის განვითარებას შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი და კაჭრეთის მაჟორიტარი დეპუტატი გივი რამაზაშვილი ესტუმრა სასტუმრო ამბასადორის თანამშრომლებს შეხვდნენ და მათი სამომავლო გეგმები გააცნეს.

"ჩვენ რომ ღვინის ასეთი განსაკუთებული კულტურა და ისტორია გვაქვს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გლეხების დამსახურებაა, რომლებმაც დღემდე შემოგვინახეს ღვინის დაყენების საუკუნოვანი ტრადიცია, ამიტომაც ჩვენ ხალხის კეთილდრეობისთვის ვიშრომებთ და მე მაქვს ამბიცია, რომ ამ კულტურამ სახელმწიფოს ხელშეწყობით კიდევ მრავალ ათეულ წელს გაუძლოს“, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

читайте также