არჩილ ხანდამაშვილი: "ქართული ოცნების" გამარჯვება ადგილობრივი ბიუჯეტის გაორმაგებას უდრის

პარტია "ქართლული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ კალაურისა და ქალაქ გურჯაანის მაცხოვრებლებს შეხვდა.

სოფელ ველისციხეში კი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ზაქარია შოშიაშვილთან ერთად ველისციხის მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ველისციხელების პრობლემები მოისმინა.


"ველისციხე გახლავთ პატარა ძველი თბილისი, რომელსაც ტურისტულ ზონად ვაქცევთ. "ქართული ოცნების" გამარჯვება უდრის ადგილობრივი ბიუჯეტის მინიმუმ გაორმაგებას და ამიტომაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის შანსი, რომელიც წარმატების მომტანი იქნება ჩვენი გურჯაანისთვის", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

"კარგი მენეჯერი იყო ბანკში, კარგი მერიც იქნება", - აღნიშნა სოფელ კალაურის მცხოვრებმა თინათინ მჭედლიშვილმა.


"ქართულმა ოცნებამ" ბევრი რამ გააკეთა, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სხვა მიმართულებით. მაგრამ, რა თქმა უნდა, სამუშაო კიდევ გვაქვს. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ერთიანი ძალებით, შევძლებთ სოფელ ველისციხის გამოცოცხლებას“, - აღნიშნა ველისციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაქარია შოშიაშვილმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

читайте также