გურჯაანის მერობის კანდიდატი "ოცნებიდან" ახალი ტექნოლოგიების ფერმერებამდე მიტანას გეგმავს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ბაკურციხის, ჩალაუბნის, მელაანის, ქოდალოს, დარჩეთისა და სოფელ გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების“ სამომავლო  გეგმები გააცნო და ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გაამახვილა. შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა

არჩილ ხანდამაშვილი მოსახლეობას არსებული საკითხების ეტაპობრივად გადაჭრასა და მოგვარებას დაპირდა. 

,,ჩვენს მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ  სოფლის მეურნეობა განავითაროს. ფერმერებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი, ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება მეტი შრომა, რათა მივაღწიოთ დასახულ მიზანს. ჩვენი მთავარი ამოცანა იმ სიახლეების, ახალი ტექნოლოგიების ფერმერებამდე მიტანაა, რომლის გამოყენებითაც ისინი  მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღებენ სასურველ  შედეგს“- განაცხადა გურჯაანის მერობის კანდიდატმა.

,,მჯერა ბატონი არჩილის, მჯერა რომ ის ჩვენთან ერთად იქნება მომავალი 4 წელი და ერთად შევძლებთ ჩვენი  სოფლის მეურნეობის  გაძლიერებას“- განაცხადა ჩალაუბანის მცხოვრებმა თეა კოკოლიშვილმა

читайте также