გურჯაანში მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს

დღეს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა.

გურჯაანში ოფიციალურ წარდგენას ესწრებოდნენ და მოსახლეობას სიტყვით მიმართეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და თელავი-ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში გელა სამხარაულმა.

გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა მოსახლეობას მადლობა გადაუხადა ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მოკლედ შეაჯამა განვლილი ერთი წლის მუშაობა და გურჯაანელებს 21 ოქტომბერს არჩევნებზე მონაწილეობისთვის მოუწოდა.

„ჩვენ, ხელს შევუწყობთ ყველა საქმიან ადამიანს საკუთარი პოტენციალის გაფართოებისთვის. ერთმა წელმა დაგვანახა ის კონტურები, საითკენაც უნდა წავიდეს მომავალი განვითარება. გურჯაანის ქუჩებში თქვენ უკვე შეხვდებით ჩამოსულ სტუმრებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ახალი ძალით, ახალი ენერგიით, ახალი შემართებით, ყველამ ერთად, გურჯაანი უნდა ვაქციოთ ტურისტულ მუნიციპალიტეტად. ახალი მერი და ახალი საკრებულო - ეს არის ყველა იმ გამოწვევასთან გამკლავების პოტენციალის ჩვენება, რაც გააჩნია გურჯაანს, რაც გააჩნია ქართულ ოცნებას. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ თითოეული ოჯახი უკეთესად ცხოვრობდეს დღეს, ვიდრე გუშინ. ამიტომაც გვინდა ახლა, თქვენი მხარდაჭერა. ამიტომაც, კიდევ ერთხელ გვინდა, თქვენი ხმა. ძლიერი თვითმართველობა, ძლიერი საქართველოსთვის! ჩვენ, გავიმარჯვებთ, გურჯაანისთვის!“-ამ სიტყვებით მიმართა დავით სონღულაშვილმა გურჯაანელებს.

„გამარჯობა, ჩემო გურჯაანო! დიდი მადლობა მობრძანებისთვის! მე კარგად ვიცნობ გურჯაანს. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ არის ჩემი ოჯახი, აქ არიან ჩემი მეგობრები. აქ დავიწყე მუშაობა, მთელი ჩემი ცხოვრება გურჯაანს უკავშირდება.კარგად ვიცნობ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. ვიცი რომ, თითოეული საკითხის გადაჭრას განსაკუთრებული მიდგომა ჭირდება. ქართული ოცნების, ჩვენი გუნდის მიზანი მკაფიოა - 4 წლის შემდეგ, გურჯაანი იქნება ერთ-ერთი მოწინავე და გამორჩეული მუნიციპალიტეტი. მე, ქართულმა ოცნებამ ნდობა  გამომიცხადა. მაქვს ხელისუფლების მხარდაჭერა, მაქვს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ გურჯაანის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისთვის, ჩვენი გუნდის პროგრამა თქვენთვისაა, გურჯაანელებო! ამის თქმის უფლებას მაძლევს შეხვედრები თქვენთან. საუბრები მეწარმეებთან, მეღვინეებთან, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან და პენსიონერებთან. დამერწმუნეთ! პრობლემების 90 პროცენტზე მეტი, რომელიც გაწუხებთ თქვენ, 4 წლის შემდეგ აღარ იარსებებს! ჩვენი იმედი გქონდეთ! ჩვენ, სიტყვას არ გავტეხთ! გურჯაანის მერია, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ, იქნება საქმეზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი, ოპერატიული და გულისხმიერი, თქვენთვის! ჩვენ ვიქნებით, ყოველთვის თქვენ გვერდით! თქვენ იცით, რომ გზების რეაბილიტაციის მიმართულებით, ცენტრალური მაგისტრალების საკითხი მოგვარებულია. გურჯაანის შემოვლითი გზა, ბაკურციხე-გურჯაანი-თელავის შემაერთებელი ახალი გზები, თბილისი-ბაკურციხის ჩქაროსნული მაგისტრალი, ეკონომიკურ, და ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის! თუმცა, შიდა საუბნო გზები, ჯერ კიდევ საჭიროებს მოწესრიგებას! სასწრაფოდ, უნდა მოგვარდეს სასმელი წყლის პრობლემა! ჩვენ, თითოეული გურჯაანელის დახმარება, მათი გვერდში დგომა გვჭირდება. იმისთვის რომ გავაცოცხლოთ, იმისთვის რომ გამოვიყენოთ და სწორი მიმართულება მივცეთ იმ მიძინებულ შესაძლებლობებს, რომელიც გურჯაანს გააჩნია. ჩვენ, უფრო მეტი დოვლათი უნდა შევქმნათ! არ ვაპირებ ვიყო კაბინეტური მერი! მე ვიქნები იქ, სადაც თქვენ გჭირდებით! მე ვიქნები თითოეული გურჯაანელის მერი! ჩვენ, ვიქნებით ხალხის სამსახურში! ჩვენ, ერთად შევქმნით ჩვენ მომავალს!“ - მიმართა მოსახლეობას არჩილ ხანდამაშვილმა.


გურჯაანის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:

1 ვაჩნაძიანი
ზურაბ  სიმონიშვილი
2 კალაური
აკაკი  ფოცხვერაშვილი
3 შაშიანი
თემურ  ქევხიშვილი
4 ვაზისუბანი
დავით  პაიჭაძე
5 მუკუზანი
გიგო  მაჩხაშვილი
6 ველისციხე
ზაქარია  შოშიაშვილი
7 ახაშენი
ლევან  ხაზიური
8 ჩუმლაყი
გია  შაოშვილი
9-10 გურჯაანი
გიორგი  მაჭავარიანი
რამაზ  უტიაშვილი
11 ს.გურჯაანი
თეიმურაზ  ზარდიაშვილი
12 ჭანდარი
გელა  ზაკალაშვილი
13 ძირკოკი
თემურ  ელიკაშვილი
14 ვეჯინი
ზურაბ  მუხულიშვილი
15 კოლაგი
ზურა  წინწალაშვილი
16 ბაკურციხე
თეიმურაზ  ზავრაშვილი
17 კარდენახი
ალექსანდრე  ბასილაშვილი
18 ჩალაუბანი
ბონდო  კაპანაძე
19 მელაანი
ვახო  ნათიძე
20 არაშენდა
ვაჟა  მამისაშვილი
21 კაჭრეთი
გივი  რამაზაშვილი
22 ჯიმითი
ზურა  ბადრიაშვილი
23 ნანიანი
ლევან  თევდორაშვილი
24 ჭერემი
ვაჟა  მაჩხაშვილი
 

შეგახსენებთ, რომ თვითმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.



читайте также