საქართველოს პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა

დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 170 მსჯავრდებული, აქედან ცხრა ქალია. პრეზიდენტის ადმინისტერაციის ცნობით, შეწყალების კომისიამ, რომელიც 20 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით მუშაობდა, სულ 1073 პირის საქმე განიხილა და პრეზიდენტს საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდა.
170 მსჯავრდებული შეიწყალა

"შეწყალებულთაგან 120 პირი, მათ შორის რვა ქალი, დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, დანარჩენი 50 მსჯავრდებულს კი, რომელთაგან ერთი ქალია, სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება შეფარდებული სასაჯელი", - განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა დაპრობაციის სამინისტროს.

on.ge/news
читайте также