"ოცნების" გურჯანიის მერობის კანდიდატის თქმით, მათი მთავარი მიზანი სოფლების გამოცოცხლებაა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ კაჭრეთის, ზემო კაჭრეთის, ნანიანის, ჯიმითისა და არაშენდის მოსახლეობას შეხვდა.
"ოცნების" კანდიდატის თქმით, მათი მიზანი სოფლების გამოცოცხლებაა

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გურჯანიის რაიონის საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატები გივი რამაზაშვილი, ლევან თევდორაშვილი, ზურაბ ბადრიაშვილთან და ვაჟა მამისაშვილი. 

„ქართული ოცნების“ გურჯაანის მერობის კანდიდატმა არჩილ ხანდამაშვილიმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებზე. მოსახლეობას გააცნო სამომავლო  გეგმები.

,, ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი იმისთვის რომ გურჯაანი გავხადოთ ტურისტული ცენტრად მთელს  კახეთის რეგიონში. თითოეულ სოფელში უნდა შეიქმნას პატარ–პატარა ტურისტული ზონები, რომელიც გააჩენს სამუშაო ადგილებს და მოიზიდავს ტურისტებს, ჩვენი მთავარი მიზანი არის სოფლების გამოცოცხლება და ამისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ძლიერ სახელმწიფოს, ძლიერი სოფელი სჭრდება,“–აღნიშნა გურჯაანის მერობის კანდიდატმა არჩილ ხანდამაშვილმა.

,,ჩვენი თანადგომით მომავალი მერი შეძლებს მუნიციპალიტეტის მართვას, ძალიან გვჭირდება მისნაირი კარგი და გამოცდილი მენეჯერი,“– განაცხადა ჯიმითის მცხოვრებმა  ქეთევან ვარაზაშვილმა.

pulse.ge
читайте также