"შვილებთან რომ დავრეკე, ყველა ტელეფონში კიოდა. პირველი სიტყვები იყო: "დედა როდის მოხვალ?"

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ოთხი შვილის დედა თეა სირაძე, რომელმაც ციხეში 7 წელი გაატარა "პრაიმტაიმს" გათავისუფლების შემდეგ შვილებთან შეხვედრის დეტალებზე და ემოციებზე ესაუბრა.
"შვილებთან რომ დავრეკე, ყველა ტელეფონში კიოდა. პირველი სიტყვები იყო: "დედა როდის მოხვალ?"

"არ მეგონა თუ მეღირსებოდა, მაგრამ მეღირსა და ეს ყოფილა ძალიან მაგარი. შვილებთან და ოჯახში დაბრუნება ყოფილა ძალიან დიდი ბედნიერება. ხელმეორედ დავიბადე.სიტყვები არ მყოფნის რას ნიშნავს ეს ბედნიერება ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი შვილებისთვის. ძალიან ბევრჯერ მივმართე პრეზიდენტს შეწყალებისთვის და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას იმისთვის, რომ ბედნიერების წუთები მაჩუქა, ხელმეორედ დავიბადე. შვილებთან რომ დავრეკე, ყველა ტელეფონში კიოდა. პირველი სიტყვები იყო: "დედა როდის მოხვალ?ადაპტაცია მიჭირს, მაგრამ ბავშვები ერთი წუთით არ მომშორებიან გვერდიდან, ყველგან დამყვებოდნენ. მთელი ღამე არ დაგვიძინია, მთელი ოჯახი დილამდე ვლაპარაკობდით",- ამბობს თეა სირაძე.

პრეზიდენტმა ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ბრალდებული, 4 შვილის დედა თეა სირაძე, რომელსაც 28 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, გუშინ შეიწყალა.

digest.ge
читайте также