აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა

2018-2019 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა.
აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.

ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს ა.შ.შ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩო, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ბანკი.

ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის თანადამფინანსებლები არიან საქართველოს მთავრობა და საქართველოს ბანკი. პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე  განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა უზრუნველყოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკადემიური პროგრამის მოძებნა.

შერჩევის პროცესი რამდენიმე ფაზას ითვალისწინებს:

1 ფაზა - აგვისტოს შუა რიცხვები: საკვალიფიკაციო და ფორმალური მოთხოვნების შემოწმება - მოცემულ ეტაპზე ფასდება, თუ რამდენად აკმაყოფილებენ წარმოდგენილი განაცხადები საკვალიფიკაციო და ფორმალურ მოთხოვნებს.  განმცხადებლები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო და/ან ფორმალურ მოთხოვნებს, არ გადადიან შერჩევის მეორე ეტაპზე;

2  ფაზა - აგვისტოს ბოლო: განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება - ამ ეტაპზე ხდება განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება, რომლის შედეგად ხდება გასაუბრების ეტაპზე დასაშვები პირების გამოვლენა;

3 ფაზა - სექტემბრის შუა რიცხვები: გასაუბრება - ამ ეტაპზე ხდება შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ნახევარფინალისტების გამოვლენა. გასაუბრება ჩატარდება ა.შ.შ.-ის საელჩოში.

შერჩევის ყველა ფაზა ჩატარდება ორეროვანი შესარჩევი კომისიის მიერ, რომელსაც აყალიბებს ა.შ.შ.-ის საელჩო საქართველოში და რომელიც შედგება საელჩოს, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა  და საქართველოს ბანკის წარმომადგენლებისგან, აგრეთვე ფულბრაიტის ყოფილი სტიპენდიანტებისგან.

სექტემბერ-ოქტომბერში ნახევარფინალისტებს მოეთხოვებათ, ჩააბარონ შემდეგი სტანდარტული ტესტები:

TOEFL – IBT მინიმუმ 80 ქულა; PBT მინიმუმ 550 ქულა. რეკომენდებულია IBT 100 ქულა (PBT 600 ქულა) მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის, არქიტექტურა, საჯარო მმართველობა, ბიზნესი. სამართალში მინიმალური მოთხოვნაა IBT 100 ქულა.

GRE - სავალდებულოა ყველა სფეროში, გარდა სამართლისა;

GMAT - სავალდებულოა ბიზნესის ადმინისტრირების სფეროსთვის.

განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი  გადასცემს კანდიდატების განცხადებებს ა.შ.შ.- ის უნივერსიტეტებს, რათა მათ განიხილონ  მათი შესაბამის უნივერსიტეტებში მიღების საკითხი. კანდიდატებმა თვითონ არ უნდა მიმართონ უნივერსიტეტებს. კანდიდატების უნივერსიტეტებში განაწილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო განათლების საერთაშორისო ინსტიტუტის რეკომენდაციის საფუძველზე. საბოლოო შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ 2018 წლის გაზაფხულზე.

pia.ge
читайте также