აფხაზეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, პიცუნდაში მცირე ძრავიანი თვითმფრინავი ხისტად დაეშვა. ავიაშემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
აფხაზეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა

არაღიარებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო მინისტრის განცხადებით, დაშავებულები რუსი ტურისტები არიან. თვითმფრინავის პილოტი ადგილობრივია.

ადგილობრივ მედიაში ავიაკატასტროფის ფოტოკადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავი ხეებშია გაჩხირული.

შემთხვევა 6 ივლისის საღამოს მოხდა.

pia.ge
читайте также