არაღიარებულ აფხაზეთში ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ჩავიდა

არაღიარებულ აფხაზეთში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი პირველი ე.წ. ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
არაღიარებულ აფხაზეთში ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ჩავიდა

დე ფაქტო პრეზიდენტს გამშვებ პუნქტ "ფსოუზე" ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მაღალჩინოსნები დახვდნენ, მათ შორის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი.

არაღიარებული რეჟიმების წარმომადგენლები დღეს ორმხრივი თანამშრომლობასა და ურთიერთობების სამომავლო განვითარებაზე იმსჯელებენ.

ბიბილოვის დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ე.წ. კულტურის მინისტრი და დე ფაქტო გენპროკურორი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირება განახორცელა და დღემდე აკონტროლებს ამ ტერიტორიებს.

pia.ge
читайте также