ახალი ფაქტები შავი ზღვის შესახებ - მასშტაბური კვლევის შედეგები

შავ ზღვაში უნიკალური და იშვიათი თევზის სახეობები დააფიქსირეს - ამის შესახებ პროექტის "შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება" პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.
ახალი ფაქტები შავი ზღვის შესახებ - მასშტაბური კვლევის შედეგები

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და უცხოელი სპეციალისტების მიერ შავი ზღვის სანაპირო ზოლში განხორციელებული კვლევის შედეგად სულ აღმოჩენილია 12 ახალი ფაქტი.

კვლევის შედეგად შავი ზღვის შესახებ შემდეგი 12 ფაქტი გამოიკვეთა: 

პრეზენტაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გახსნა. მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში შავი ზღვის მონიტორინგის არეალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ მხრივ, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.

"კვლევის შედეგად ჩვენ დავინახეთ შავ ზღვაში არსებული რეალური ვითარება და მივიღეთ საბაზისო ინფორმაცია შემდგომი კვლევებისა და სამოქმედო გეგმის შესაქმნელად", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

მონიტორინგის შედეგად, შავი ზღვის ძირითად პრობლემებად - ძუძუმწოვრების ჯოგების შემცირება და მყარი ნარჩენების კუნძულისებური გროვების აღმოჩენა დასახელდა. 

"პრობლემური საკითხები, რაც ჩვენ დავინახეთ არის ძუძუმწოვრების - თეთრგვერდა დელფინის, აფალინის და ზღვის ღორების მდგომარეობა. 

ისინი უკვე აღარ გვხვდება ისეთი მრავალრიცხოვანი ჯოგების სახით, როგორც ეს იყო მეოცე საუკუნის დასაწყისსა და თუნდაც მეორე ნახევარში. ისინი მცირერიცხოვანი ჯოგების სახით გვხვდება და მათი შემცირება წარმოადგენს პრობლემას. პრობლემა არის მცურავი მყარი ნარჩენები ზღვაში. შავი ზღვის ღია ნაწილში ვნახეთ კუნძულისებული გროვები მყარი ნარჩენების, რაც საგულისხმოა როგორც აღმოსავლეთ ასევე, დასავლეთ ნაწილში. როგორც ჩანს, დინებების მიერ იქ ხდება კონცენტრირება მთელი შავი ზღვის ნარჩენების. ცნობილია, რომ ნარჩენები ზღვის ძუძუმწოვრებსა და მტაცებელ თევზებზე დიდ ზეგავლენას ახდენს", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა არჩილ გუჩმანიძემ.

შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში, უცხოელმა სპეციალისტებმა ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ბიოლოგიური ფიზიკურ-ქიმიური კვლევები განახორციელეს. მსგავსი მასშტაბის კვლევები თანამედროვე ტექნოლოგიებით შავ ზღვაზე დღემდე არ განხორციელებულა.

ambebi.ge
читайте также