ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ავარიას 77 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას 77 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 70-ზე მეტი პირი.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ავარიას 77 ადამიანი ემსხვერპლა


გავრცელებული ცნობით, დაზარალებულები დიდი ზომის სატვირთო ავტომობილით მალუმისბაზარზე მიემგზავრებოდნენ.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, გადატვირთულობის გამო, სატვირთოს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა. 

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ეს გადატვირთული ტრანსპორტის ავარიის პირველი შემთხვევა არ არის. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

1tv.ge
читайте также