ცნობილი რეპორტიორები და ტელეწამყვანები პრაქტიკული ჟურნალისტიკის მასტერკლასს იწყებენ

25 ოქტომბრიდან NEW MEDIA GEORGIA პრაქტიკული ჟურნალისტიკის მორიგ მასტერკლასს იწყებს.

კურსის ხელმძღვანელები ჟურნალისტები და ტელეწამყვანები, თორნიკე კვერენჩხილაძე და ნუცა კოპალიანი იქნებიან. კურსი 12 მასტერკლასისგან შედგება.

როგორც მასტერკლასის ორგანიზატორები აღნიშნავენ, მასტერკლასით დაინტერესებული პირები თვენახევრის განმავლობაში  მოქმედ ჟურნალისტებისგან და  ტელეწამყვანებისგან ისწავლიან სიუჟეტის კეთებას, პირდაპირ ჩართვებს და  გაეცნობიან ყველა იმ ტერმინოლოგიას, რომელსაც ჟურნალისტები ტელევიზიაში მუშაობისას იყენებენ.

"მასტერკლასის მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ ის რეპორტიორები და საინფორმაციო გამოშვების  წამყვანები, რომლებსაც ყოველდღიურად  ხედავენ ეკრანებზე. ისწავლიან მათ შეცდომებზე. NEW MEDIA GEORGIA  ეს არის პრაქტიკული  ჟურნალისტიკის კურსი. ეს არ არის უნივერსიტეტი. აქ არ წერენ ნიშნებს. არც მოძველებული წესებით მოგაბეზრებენ თავს. NEW MEDIA GEORGIA გაძლევთ შანსს ისწავლოთ ის, რაც რეალურად გამოგადგებათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. NEW MEDIA GEORGIA-ს მასტერკლასის თითქმის ყველა მონაწილე ახლა ტელევიზიებშია გადანაწილებული. პარალელურად დაიწყო ტელეოპერატორობითა და ფოტორეპორტინგით დაინტერესებული ახალგაზრდების მიღებაც.  ნუ გაუშვებ შანსს! დარეგისტრირდი დღესვე!",- აღნიშნულია მასტერკლასის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მასტერკლასში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe3tfea8PdhJNVOfmZeiFsf8gGWeUEv59Rbh9p0joeXrmzDUw/viewform

читайте также