ჩხოროწყუში მეთევზეების გადამრჩენ მაშველებს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გუშინ, ჩხოროწყუში მეთევზეების გადამრჩენი მაშველები გმირობისთვის სახელმწიფო ჯილდოზე იქნებიან წარდგენილი.
ჩხოროწყუში მეთევზეების გადამრჩენ მაშველებს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო გუშინ სამეგრელოში მომხდარ შემთხვევას, მართლაც გმირულ საქციელს, რომელიც ჩაიდინეს მფრინავებმა. ჩვენი ორი მოქალაქე გადაარჩინეს - ჩხოროწყუში, ადიდებულ მდინარეზე დასვეს ვერტმფრენი. ეს კადრები ყველამ ვიხილეთ და მართლაც სიამაყის გრძნობა გეუფლება, როდესაც ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციოების მართვის სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი მუშაობით შესაძლებელი გახდა ორი სიცოცხლის გადარჩენა. მინდა წარვუდგინოთ პრეზიდენტს ეს ადამიანები სახელმწიფო ჯილდოზე, მგონი ყველა დამეთანხმებით. მინდა გვარები მოგახსენოთ: ეს არის ეკიპაჟის მეთაური ბესიკ გაბიანი, ეკიპაჟის წევრები ბესის ბაკურიძე, შალვა შალიბაშვილი, დიმიტრი ქააძე. ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ ამას", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის აკვატორიაზე გუშინ სამაშველო ოპერაციებში ჩართულ მაშველებზე და შშ სამინისტროს მათი დაჯილდოება-წახალისებისკენ მოუწოდა.

"გუშინ, ასევე შავი ზღვის აკვატორიაზე, ხუთბალამდე შტორმის დროს მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს 20 ადამიანი, აქედან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო და ყველა დამეთაბნხმებით, რომ ეს თავდადება არის დასაფასევბელი. მინდა მივმართო შსს-ს, რომ უზრუნვეკლყონ მათი სათანადოდ დაჯილდოება და წახალისება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანები, საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად და ეს არის საპატიო საქმე. კლიდევ ერთხელ ვამბობ, ძლაიან საამაყოა, რომ ასეთი მაღალპროფესიონალი მაშელები გვყავს და ასევე მფრინავები, რომლებმაც სასწაული შეძლეს გუშინ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა იმ მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ელიავას ბაზრობაზე გაცენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ.

"ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მეხანძრე-მაშველს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ელიავას ბარობაზე ხანძრის დროს იყვნენ ჩართულები, 150-მდე მაშველი იყო. ეს ადამაინები ნამდვილად არიან მადლობის ღირსი, ძალიან ეფექტური ოპერაციის გამო, რადგან მცირე პერიოდში არ გავრცელდა ცეცხლი, თორემ ზარალი იქნებოდა გაცილებით უფრო დიდი და რადმენადაც მე ვიცი, რამდენიმე მათგანმა დაზიანებაც მიიღო", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

pia.ge
читайте также