დეკანოზის საქმეზე ბრალდება შეეცდება დაამტკიცოს, რომ ციანიდი ოქრომჭედლობაში არ გამოიყენება

"ციანიდის საქმეზე" დღეს ოქრომჭედლებს დაკითხავენ, რომლებიც პროკურორის მტკიცებით, დაადასტურებენ, რომ მომწამლავი ნივთიერება - ციანიდი, ოქრომჭედლობაში არ გამოიყენება.
დეკანოზის საქმეზე ბრალდება შეეცდება დაამტკიცოს, რომ ციანიდი ოქრომჭედლობაში არ გამოიყენება

დღევანდელ პროცესზე პროკურატურა 20 მოწმეს წარმოადგენს, მათ შორის არიან გამომძიებლებიც.

პროკურორების მტკიცებით, სწორედ ეს ოქრომჭედლები დაადასტურებენ, რომ ნატრიუმისა და კალიუმის ციანიდს ოქრომჭედლობაში არ იყენებენ.

დაცვის მხარე კი ირწმუნება, რომ წინა სხდომაზე ბრალდების მიერ მოყვანილმა პროფესორ-აკადემიკოსებმა დაადასტურეს, რომ ციანიდს ოქრომჭედლობაში იყენებენ და ამ ოქრომჭედლების განმარტება მათთვის მისაღები არ არის.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა. დეკანოზი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

pia.ge
читайте также