განათლების მინისტრს სურს, რომ ბანაკებში აფხაზი და ოსი მოზარდებიც აქტიურად ჩაერთონ

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ უმთავრესი აქცენტი არაფორმალური განათლების განვითარებაზე გაკეთდება.

ამ მიზნით სამინისტრო ხელს შეუწყობს ზამთრის და ზაფხულის სამეცნიერო სკოლების საქმიანობას, მეცნიერების პოპულარიზაციასა თუ საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებში სასწავლო მივლინებებს.

გაიზრდება ახალგაზრდულ და მოსწავლეთა ბანაკებზე ხელმისაწვდომობა. გაძლიერდება ინტელექტუალური კომპონენტი. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სახელოვნებო და სპორტულ მიმართულებებს. ამასთან, ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საერთაშორისო ბანაკებში წავიდნენ და საქართველოს ბანაკებშიც ვუმასპინძლოთ უცხოელ მოსწავლეებს, რაც მოზარდების დამეგობრებას და ახალგაზრდული დიპლომატიის განვითარებას შეუწყობს ხელს.


მინისტრის თქმით, სამინისტროს სურვილია საქართველოსა თუ უცხოეთში ორგანიზებულ ყველა ბანაკში აფხაზი და ოსი მოზარდებიც აქტიურად ჩაერთონ.

читайте также