ილიას 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ღონისძიებები გაიმართება

დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც დიდი ილია სწავლობდა, გრანდიოზული ღონისძიებები გაიმართება.
ილიას 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ღონისძიებები გაიმართება

ღონისძიებების ფარგლებში, 7 ნოემბერს საფუძველი ჩაეყარა სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოების დაარსებას, რომელთა შორის არიან მწერლები, პოლიტიკოსები და ის წარმატებული ადამიანები, რომლებიც შემდგომში სკოლის განვითარებასა და გაძლიერებაზე იზრუნებენ.

ამავე დღეს, კლასიკურ გიმნაზიაში, გამოფენა „ჩვენ ილიასთან ისტორია გვაკავშირებს“ გაიხსნა, სადაც დამთვალიერებლებს ორსაუკუნოვანი ისტორიის გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ. გამოფენაზე  წარმოდგენილი იყო როგორც ილიას უნიკალური ფოტომასალა და ხელნაწერები, ასევე პირადი მოხმარების ნივთები, მერხი, სკამი და ა.შ.  სკოლის მუზეუმში დაცული დიდი მოღვაწის ექსპონატები.

დღეიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, გიმნაზიაში შეხვედრების ციკლი "ილია-ჩვენი თანამედროვე" დაიწყება, სადაც მწერლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები,  სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებული ადამიანები, პოლიტიკოსები თუ ლიტერატორები კვირის განმავლობაში ლექცია/დისკუსიებს გამართავენ.

მწერლის შემოქმედების გაცოცხლებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ასევე მოსწავლეები, პედაგოგები და ის ადამიანები, ვისთვისაც კლასიკური გიმნაზიის კედლებში ილიას აღზრდა-განათლება, საამაყო და დასაფასებელია.

pulse.ge
читайте также