კარაკალაზე ქეთევან ქემოკლიძის "კარმენმა" გაყიდვების ისტორიული რეკორდი მოხსნა

დასრულდა 2017 წლის ფესტივალი რომის კარაკალას თერმებზე, სადაც ვერდის "ნაბუკოსთან" და პუჩინის "ტოსკასთან" ერთად, წარმოდგენილი იყო ბიზეს უკვდავი "კარმენი". კარმენის როლს ასრულებდა ცნობილი ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე.
კარაკალაზე ქეთევან ქემოკლიძის "კარმენმა" გაყიდვების ისტორიული რეკორდი მოხსნა

არგენტინელი ვალენტინა კარასკოს თანამედროვე და ეპატაჟურმა დადგმამ, რომლის მოქმედება მიმდინარეობს 2020 წლის პოსტტრამპულ მექსიკაში კარაკალას ფესტივალის ისტორიაში ბილეთების გაყიდვის რეკორდი მოხსნა.

სპექტაკლს დირიჟორობდა ესპანელი დირიჟორი ჯორდი ბერნასერი.

ქეთევან ქემოკლიძის კარმენმა არა მარტო პუბლიკის, არამედ კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. მომავალ სეზონში ქეთევანი ამ პარტიით წარსდგება ამერიკელი და კანადელი მსმენელის წინაშე.

pia.ge
читайте также