კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებული - ილიას 180 წლის იუბილე

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის კლასიკური გიმნაზია საიუბილეო კვირეულის ორგანიზებას გეგმავს.

კვირეული გამოფენით „ჩვენ ილიასთან ისტორია გვაკავშირებს“ გაიხსნება, რომელიც   თბილისის კლასიკური გიმნაზიის ორსაუკუნოვან ისტორიას უკავშირდება და წარმოდგენილი იქნება სკოლის მუზეუმში დაცული ექსპონატები, უნიკალური ხელნაწერები და ილია ჭავჭავაძის პირადი მოხმარების ნივთები (მერხი, სკამი).

კვირეულის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ლექცია/დისკუსიებიც გაიმართება, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებული ადამიანები,  პოლიტიკოსები, ლიტერატორები და მწერლები ისაუბრებენ.


კვირეულის განრიგი:

7 ნოემბერი, 18:00 სთ.  -  ილიას იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენის „ჩვენ ილიასთან ისტორია გვაკავშირებს“ - თბილისის კლასიკური გიმნაზიის ორსაუკუნოვანი ისტორია“ გახსნა.


ამავე დღეს საფუძველი ჩაეყრება სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოების დაარსებას, რომლებიც შემდგომ სკოლის განვითარებასა და გაძლიერებაზე იზრუნებენ. მათ შორის არიან გამორჩეული კურსდამთავრებულები, პოლიტიკოსები, მწერლები და სხვა.

შეხვედრების განრიგი:


8 ნოემბერი,  15:00 სთ. -  „ილია და ბანკი“

მომხსენებელი:  რატი ამაღლობელი - პოეტი


მამუკა ხაზარაძე - „თიბისი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

9 ნოემბერი, 15:00 სთ. – „ილია და ქართველი საზოგადოების განვითარება“


მომხსენებელი: გია მურღულია - კერძო სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორი.

10 ნოემბერი 15:00 სთ. -  „ილია ხელოვნებაში“


13 ნოემბერი 15:00 სთ. – „ილია და თვითმმართველობა“

მომხსენებელი: გია ალიბეგაშვილი - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.


14 ნოემბერი, 14:00 სთ.  -   „ილია და სოფლის მეურნეობა“

მომხსენებელი: დავით ტურაშვილი - მწერალი.


15 ნოემბერი, 15:00 სთ.  „ილია და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“

მომხსენებელი: გია შარვაშიძე - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო 


უნივერსიტეტის რექტორი.

16 ნოემბერი, 15:00 სთ.- „ილია და მსოფლიო პოლიტიკა“


მომხსენებელი: ომარ გოგიაშვილი - პოლიტოლოგი.

17 ნოემბერი, 15:00 სთ. – „ილია შუბლი საქართველოსი“


მომხსენებელი:  თამაზ ტყემალაძე - ლიტერატორი, დამსახურებული ჟურნალისტი.

20 ნოემბერი 15:00 – „ილია და პუბლიცისტიკა“


მომხსენებელი:  მაია ნინიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

читайте также