კომპანია "m2 უძრავი ქონება" განცხადებას ავრცელებს

4 ოქტომბერი, 2017 წელი - კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ არ შეუძენია კომპანია „ცენტრ პოინტის“ აქტივები და არ არის დაინტერესებული მათი შესყიდვით.
 კომპანიას m2

"m2-ს" შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს პროცესში, რომელიც დაზარალებულთათვის საკუთარი ბინების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

კომპანიამ "m2 უძრავი ქონება" დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებსა და პროცესში მონაწილე სხვა მხარეებს წარუდგინა საკუთარი ხედვა - თუ როგორ შეიძლება ჩაერთოს "m2" ამ პროცესში. ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ „m2 უძრავი ქონება“ არ ყიდულობს კომპანია "ცენტრ პოინტს".


pulse.ge
читайте также