კურსდამთავრებულთა ყოველწლიური "დასაქმების ფორუმი" 2017 გაიმართა

დღეს, 11 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ყოველწლიური "დასაქმების ფორუმი" გაიმართა, რომელსაც მიმდინარე წელს თსუ-მ უმასპინძლა.
კურსდამთავრებულთა ყოველწლიური "დასაქმების ფორუმი" 2017 გაიმართა

ფორუმს  ცენტრის ის 40-მდე  კურსდამთავრებული დაესწრო, რომელიც სხვადასხვა სფეროში წარმატებით ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას  და ასევე სურს საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.

ცენტრის მიზანია, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის  პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ფორუმის მეშვეობით, ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულთა და უნივერსიტეტების კოლაბორაციას, ახალგაზრდა პროფესიონალების ჩაბმას ინოვაციურ, კვლევით, სასწავლო პროცესებში საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებისა და მოდერნიზაციისათვის.

"დასაქმების ფორუმს" ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის,  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მათ სტიპენდიანტებმა  პრეზენტაციები წარმოუდგინეს შემდეგ სფეროებში:

• პოლიტიკური მეცნიერებები და საერთშორისო ურთიერთობები;

• ბიზნესი და ეკონომიკა;

• საჯარო მმართველობა და მენეჯმენტი;

• ჰუმანიტარული მეცნიერებები;

• სამართალი;

ღონისძიების ბოლოს განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ "ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო" პროგრამა  გამოაცხადა.

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის შემოტანის უფლება ექნებათ ცენტრის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება და დაასრულეს სწავლა.

პროგრამის ფარგლებში ცენტრის კურსდამთავრებულებმა შეიძლება წარადგინონ ინდივიდუალური და ერთობლივი პროექტები.



pulse.ge
читайте также