მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ტრენერებისთვის ჩატარდა ტრენინგი - ,,სტუდენტთა ინდივიდუალური თავისებურებანი პროფესიულ განათლებაში''.
ტრენინგი

ტრენინგი აგებულია ზრდასრულთა სწავლების პრინციპებზე და  ითვალისწინებს სტუდენტთა ინდივიდუალურ თავისებურებებს სწავლის პროცესში. 

ტრენინგზე მონაწილეები სწავლისადმი დიფერენცირებული მიდგომების ტექნიკებს და მრავალფეროვან ჯგუფებში მისი გამოყენების მნიშვნელობას გაეცნენ. საკითხის ჩასაღრმავებლად ტრენერებთან განხილული იქნა რამდენიმე სიტუაცია, სადაც წარმოდგენილი იყო სტუდენტის ასაკის გათვალისწინებით ამ მიდგომის ძლიერი მხარეები და გამოწვევები.

მონაწილეებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ისეთ თემებს, როგორიცაა სწავლის სტილი, ინტელექტის ტიპები, ზრდასრულთა სწავლების პრინციპები, ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები, სტუდენტთა ასაკობრივი თავისებურებები, ეფექტური მოსმენის ტექნიკები, რომელიც პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა პედაგოგიურ უნარების განსავითარებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

,,სტუდენტთა ინდივიდუალური თავისებურებანი პროფესიულ განათლებაში'' პროფესიული განათლების მასწავლებელთა გადამზადების პედაგოგიური კურსის პირველი მოდულია. ამ მოდულით იწყება პროფესიული განათლების მასწავლებელთა გადამზადება. კურსი კიდევ 4 მოდულს მოიცავს, რომელსაც პედაგოგები ეტაპობრივად გაივლიან. კურსი შემუშავდა UNDP-ის ექსპერტების მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიულ მასწავლბელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სისტემების ჩამოყალიბებას, მათი კომპეტენციების განვითარებას თავად მასწავლებლის საჭიროებისა და სფეროში მიმდინრე ცვლილებეების შესაბამისად.

digest.ge
читайте также