მაშველებმა ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს

ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა გონიოში, ზღვაში დაკარგული 25 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
მაშველებმა ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს

ახალგაზრდა ზღვაზე ორი დღის წინ საღამოს საათებში, მაშინ გავიდა, როცა ღელვის სიმძლავრე საკმაოდ მაღალი იყო.

ორი დღის განმავლობაში, მაშველებთან ერთად, დაკარგულს მყვინთავები ეძებდნენ, თუმცა ძლიერი შტორმი და წვიმა სამუშაოებს ხელს უშლიდა.


მაშველები ამ დრომდე ეძებენ 3 დღის წინ, ბათუმის სანაპიროზე დაკარგულ 45 წლის კაცს.

pia.ge
читайте также