მინისტრი: უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებს და ახლობლებს

ვერაზე, გუშინ მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი მოსწავლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
მიხეილ ჩხენკელი

"გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ, ყველა ჩვენგანს გვაერთიანებდა იმედი, რომ მოხერხდებოდა მძიმედ დაჭრილი მოსწავლის გადარჩენა.

სამწუხაროდ, არაერთი ექიმის თავდაუზოგავი, ოცდაოთხსაათიანი ბრძოლის მიუხედავად, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ოჯახმა, მეგობრებმა, მთლიანად საზოგადოებამ კიდევ ერთი ახალგაზრდა ადამიანი დავკარგეთ.

ამ უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს.

სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ყველაფერს იღონებს, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედია" - ნათქვამია მინისტრის სამძიმრის წერილში.

pulse.ge
читайте также