მიხეილ ჩხენკელი: აუცილებელია ბავშვებმა და მოზარდებმა ენერგია სპორტში დახარჯონ

პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

მისი თქმით, ყველაფერს გაკეთდება იმისთვის, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა ენერგია განათლებაში, შემოქმედებით აქტივობასა და სპორტში დახარჯონ.

მინისტრის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერი სკოლებში მასშტაბური კამპანია უკვე დაწყებულია და 2018 წელს, ეს კამპანია ყველა სკოლას მოიცავს - სპორტულ შეჯიბრებებში, სურვილისა და ინტერესების შესაბამისად, ყველა ასაკის მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.


ამასთან, მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდება სასკოლო საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და ახალი სკოლების მშენებლობაში.

читайте также