მიხეილ ჩხენკელი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა.

მინისტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ლაილა ომარ გადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც განხილული იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები.

ლაილა გადმა დადებითად შეაფასა სამინისტროს ძალისხმევა ბავშვთა უფლებების უზრუნველყოფის მიზნით. მიხეილ ჩხენკელმა კი, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გაერო-ს ბავშვთა ფონდის ოფისს გაწეული დახმარებისა და ჩართულობისთვის საქართველოში ბავშვთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავებისა და გატარების პროცესში.

читайте также