პრეზიდენტის შვილის მეგობარი გაამართლეს

პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი სასამართლომ გაამართლა.
პრეზიდენტის შვილის მეგობარი გაამართლეს

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საქმეზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

ასევე გაუქმებულია მისთვის დაკისრებული გირაო. მიხეილ თათარიშვილის უკან დაუბრინდება 317 ლარის ოდენობის თანხა და კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც მას დაკავებისას თან ქონდა.

სხდომას ბრალდებული მიხელ თათარიშვილი ახლობლებთან და ადვოკატთან ერთად ესწრებოდა. პრეზიდენტის შვილისა და სიძის მეგობარს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა - შენახვას ედავებოდა.

pia.ge
читайте также