სამეგრელოში ყაჩაღობა მოხდა - ნაცემია ოჯახის წევრი

ხობის რაიონ სოფელ ხიბულაში ორი უცნობი პირი ერთ-ერთ ოჯახს თავს დაესხა. "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რომ თავდასხმის შედეგად ოჯახის ერთ-ერთ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სამეგრელოში ყაჩაღობა მოხდა - ნაცემია ოჯახის წევრი

უწყებაში ამბობენ, რომ სახლიდან მცირე ოდენობის თანხაა გატანილი. დამნაშავეების დასაკავებლად კი შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

pia.ge
читайте также