სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

კორეისტიკის აკადემიის მიწვევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ, სადაც განათლების სფეროს წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.
სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

მასპინძლების მხრიდან დიდი იყო დაინტერესება საქართველოს განათლების სისტემით და ამ კუთხით მიმდინარე რეფორმებით. შეხვედრებზე გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებაზე როგორც ზოგად, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებით, რაც გულისხმობს გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას, ერთობლივი კონფერენციების ორგანიზებას და გამოცდილების გაზიარებას.

საქართველოს დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კორეის განათლების სისტემას, სისტემაში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.

კორეისტიკის აკადემიის დირექტორის ინიციატივით, მომავალი წლისთვის კორეაში დაიგეგმება საქართველოს კვირეული, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე ყოფის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და, შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას.

pia.ge
читайте также