თბილისში ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალების სერია - DECODER დაფუძნდა

თბილისში ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალების სერია - DECODER დაფუძნდა, რომელიც თვეში ერთხელ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.
თბილისში ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალების სერია - DECODER დაფუძნდა

ერთდღიანი ფესტივალის მუსიკალური პროგრამა ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს და სცენის გამორჩეული სახელის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტებისგან იქნება დაკომპლექტებული.

DECODER-ის კონცეფცია ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების სფეროში არსებული ტექნოლოგიების და ინოვაციური ფორმების ფართოდ გავრცელებას ემყარება. მთავარი აქცენტი განათებისა და ხმის სინთეზზე კეთდება, სადაც მუსიკოსებს, მხატვრებს და ინჟინრებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ხედვა და გამოცდილება გაუზიარონ მსმენელს.

ფესტივალის ფარგლებში მსმენელს და სფეროთი დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნება დაესწრონ არტისტებისა და სფეროს პროფესიონალების მიერ გამართულ ვორკშოპებს, სადაც გაეცნობიან აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სიახლეებს, მათ გავლენას საზოგადოებაზე და ამასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ პანელ-დისკუსიებში.

DECODER-ის პირველი სერია, 21 სექტემბერს, მულტიფუნქციურ საკონცერტო დარბაზ SPACEHALL-ში გაიმართება და ელექტრონული მუსიკის უმნიშვნელოვანეს ფიგურას - NICOLAS JAAR-ს უმასპინძლებს, რომლის შემოქმედებას პროფესიული მუსიკალური განათლებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების გამო განსაკუთრებული შინაარსი აქვს. მისი სადებიუტო ალბომი SPACE IS ONLY NOISE 2011 წელს RESIDENT ADVISOR-ის, MIXMAG-ის და CRACK MAG-ის მიერ წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო ცოცხალი შესრულების მქონე არტისტის ტიტული ჰქონდა.

2015 წელს, ნიუ-იორკში დაფუძნებულ ლეიბლზე OTHER PEOPLE გამოვიდა NICOLAS JAAR-ის ალბომი POMEGRANATES და მისი კარიერის მანძილზე საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. ალბომი შთაგონებულია გენიოსად აღიარებული კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ავანგარდული ფილმი-შედევრით "ბროწეულის ფერი", რომელიც თბილისელი აშუღი პოეტის საიათ-ნოვას ბიოგრაფიაზე მოგვითხრობს. 20 ტრეკისგან შემდგარი POMEGRANATES ამ ფილმის ალტერნატიულ საუნდტრეკს წარმოადგენს.

სოლო ნამუშევრების გარდა, მულტი ინსტრუმენტალისტთან, DAVE HARRINGTON-თან ერთად ცნობილი ექსპერიმენტულ ჟღერადობაზე ორიენტირებული პროექტის DARKSIDE-ის წევრია.

NICOLAS JAAR-ის ცოცხალ კონცერტზე დასასწრები ონლაინ ბილეთები იყიდება მულტიფუნქციური საკონერტო დარბაზის ვებ-გვერდზე WWW.SPACEHALL.COM

DECODER-ის მომავალი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება ვებ-გვერდზე WWW.DECODER.GE

ფესტივალის ფარგლებში 21 აგვისტოს, ორშაბათს 14:00 საათზე რუმს ჰოტელსში (Rooms Hotels Tbilisi) გაიმართება პრეს-კონფერენცია, სადაც პროექტის შესახებ ისაუბრებენ ორგანიზატორები.

pulse.ge
читайте также