უამინდობა რამდენიმე დღე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, საქართველოში ნარჩუნდება გრილი და წვიმიანი ამინდი. ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა.
უამინდობა რამდენიმე დღე შენარჩუნდება

დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი.

8 ივლისს დილიდან შედარებით გამოიდარებს, იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

8 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ძლიერი ნალექების გამო, მდინარეებზე ნარჩუნდება წყალმოვარდნების საშიშროება. შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების განვითარება.

9 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

10 ივლისს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.

pia.ge
читайте также