ინტერნეტ მაღაზია BE.GE - შეიძინე კონდიციონერი ჩვენთან და მიიღე მონტაჟი იაფად!

BE.GE საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ ტექნიკის მაღაზიაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ 25 000-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტი.
BE.GE - შეიძინე კონდიციონერი ჩვენთან

აღნიშნულ ონლაინ მაღაზიაში (WWW.BE.GE) წარმოდგენილია მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა (კომპიუტერული ტექნიკა, სამზარეულოს ტექნიკა, სხვადასხვა ტიპის და დასახელების მობილურები, კონდიციონერები, სამშენებლო ხელსაწყოები, ჭურჭელი და სხვა).

კომპანიის პრიორიტეტი ქართულ ელექტრონულ კომერციაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებაა, როგორიცაა მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზე მორგებული მომსახურება: პროდუქციის ფართო ასორტიმენტი; მისაღები ფასები; დეტალური ინფორმაცია პროდუქტების შესახებ; მოქნილი და ინდივიდუალური მიწოდების სერვისი; პროდუქციის შეძენისა და ანგარიშსწორების ინოვაციური და მარტივი სისტემა, რომელიც გულისხმობს როგორც უნაღდო ანგარიშსწორებას (გადარიცხვას), ასევე გადახდას ნაღდი ანგარიშსწორებით, განვადებით ან ბარათის მეშვეობით.

ინტერნეტ მაღაზია BE.GE მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა ტიპის აქციას. ამჯერად აქცია კონდიციონერებზე ვრცელდება - თუ შეიძენთ კონდიციონერს BE.GE-ში, მიიღებთ მონტაჟის სერვისს მხოლოდ 49 ლარად!

აღნიშნულ აქციაში მონაწილეობს ORION-ის, VESTEL-ის, ZANUSSI-ს, MIDEA-ს, DAEWOO-ს, HYUNDAI-ს, HAIER-ის, CARRIER-ის, BOSH-ისა და სხვა წამყვანი ფირმის კონდიციონერების ორიგინალი მოდელები, რომლებზეც ვრცელდება ოფიციალური გარანტია.

აქციის ფარგლებში შეძენილი კონდიციონერის მონტაჟი განხორციელდება 4-5 სამუშაო დღის განმავლობაში.


pulse.ge
читайте также