28 პატიმარი დაიღუპა მექსიკის ციხეში მასობრივი ჩხუბის შედეგად

2 კრიმინალური ჯგუფის დაპირისპირების შედეგად, მექსიკის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ციხე "ლას-კრუსესში", 28 პტიმარი დაიღუპა.
28 პატიმარი დაიღუპა მექსიკის ციხეში მასობრივი ჩხუბის შედეგად

"ლას-კრუსესის" ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენიმე პატიმარს თავი ჰქონდა მოკვეთილი.

მათივე ცნობით, უმეტესობა სასჯელმისჯილი ცემისა და ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობის საფუძველზე გარდაიცვალა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფაქტის გამოძიება დაიწყო. ციხის გარეთ სამართალდამცველების კორდონია დაყენებული, რადგან პატიმრების ნათესავებმა დაპირისპირების შესახებ ინფორმაცვიის გაგების შემდეგ, ციხეში შეჭრა სცადეს.

ისევე როგორც მექსიკის სხვა ციხეები, "ლას-კრუსესიც" გადავსებულია. მასში 2 ათასზე მეტი პატიმარი იმყოფება.

pia.ge
читайте также