44 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში წყალდიდობის შედეგად

ჩინეთის ჰუნანის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, სტიქიამ 815 ათასი ადამიანი დააზარალა.
44 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში წყალდიდობის შედეგად

წყალდიდობის შედეგად 14 ათასი სახლი დაინგრა, 70 ქუჩის გზები დაზიანდა, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 22 ჰექტარი და 13 დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

სტიქიამ ჩინეთის ეკონომიკას 1,3 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.


ჩინელი სინოპტიკოსების ინფორმაციით, ეს სტიქიური უბედურება ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია. 22 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, წლის ნორმის 31,8% ნალექი მოვიდა.

pia.ge
читайте также