თვითმფრინავის გატაცების მცდელობა ამერიკაში - დაჭრილია რამდენიმე ადამიანი

ავიაკომპანია Delta Аir Lines ერთ-ერთმა მგზავრმა, სიეტლიდან-პეკინში ფრენის დროს, პილოტის კაბინაში შეჭრა სცადა, რა დროსაც 3 ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
თვითმფრინავის გატაცების მცდელობა ამერიკაში - დაჭრილია რამდენიმე ადამიანი

დაშავებულთა შორის 2 მგზავრი და 1 ეკიპაჟის წევრია.

ინციდენტი Boeing 767 ბორტზე მოხდა. დამნაშავის შებოჭვის შემდეგ, პილოტმა ფრენის შეწყვეტის და აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.


თვითმფრინავის წარმატებით დაშვების შემდეგ, დამნაშავე სამართალდამცველებს გადასცეს.

შემთხვევა 6 ივლისის გვიან საღამოს მოხდა.

pia.ge
читайте также